ცხელი ხაზი : 599647050

შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა

მუხლი 10. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა

 

1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან

ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არ არიან

ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ:

ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით-მკვეთრად

გამოხატული (I ჯგუფი) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე), ან საწოლს მიჯაჭვული და

საჭიროებენ მუდმივ მომვლელს;

ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ს მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით;

გ) პირადობის მოწმობის ასლს;

დ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ე) პირად საბანკო ანგარიშს.

2. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარზე უნაღდო ანგარიშსწორებით

პირად ანგარიშზე 100 ლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 30

ბენეფიციარზე.

გააზიარე