სოციალური პროგრამების ჩამონათვალი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების ჩამონათვალი:
- ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება
- ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
- თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა
- მუდმივად ან /და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა
- აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა
- 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება
- ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა.
- მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
- ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
- საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი ( მატერიალური) დახმარება
- მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
- შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა
- დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა
- სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების, ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა
- დიდი სამამულო ომის მონაწილე მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
- წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება
- სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფა
- სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა
- სარიტუალო მომსახურება
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა