გიორგი ხარჩილავამ მერიის სტუქტურულ ერთეულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით და მერიის სტუქტურულ ერთეულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გასული 2023 წლის სამუშაოები შეაჯამა, მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაციები მოისმინა და სამომავლოდ შესასრულებელ სამუშაოებზე ისაუბრა.
გიორგი ხარჩილავამ ხაზი გაუსვა სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით განსახორციელებელ პროექტებს.
აღსანიშნავია,რომ სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები.
სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა,აღრიცხულიქნა სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა.
გაზაფხულზე კი, სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სამუშაოები აქტიურად განხორციელდება.
მან ასევე, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მერის წარმომადგენლებს დაევალათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიების დასუფთავების საკითხებს და ყოველდღიური მონიტორინგი გაწიონ პროექტების განხორციელების მიმდინარეობისას.