გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია ესწრებოდნენ.
გიორგი ხარჩილავამ ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე
და განიხილა არსებული ზოგადი მდგომარეობა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.
მერის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე,ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე და პრობლემურ საკითხებზე.
ისაუბრეს არსებულ სიახლეებსა და საჭიროებებზე, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.