გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია, კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია ესწრებოდნენ.
გიორგი ხარჩილავამ ყურადღება გაამახვილა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობასა და მისი სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების გზებზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე.
მოისმინა დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებულ პრობლემებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ( გზების რეაბილიტაცია,ხიდების მშენებლობა) ხარისხზე და ვადებზე. განიხილა არსებული ზოგადი მდგომარეობა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ისაუბრა სოციალური პროექტების განხორციელებაზე,სტუდენტური დასაქმებისა და სტუდენტური დღეების ჩატარების საკითხებზე, ახალგაზრდების ინფორმირებულობაზე, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში მეტ ჩართულობაზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს არსებულ სიახლეებსა და საჭიროებებზე, მოსახლეობასთან მეტ კომუნიკაციაზე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე.