გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერის მოადგილე თამარ ბელქანია,ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ალბერტ ჭანია, კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ლაშა ზარქუა და ქალაქ ჯვარისა და ქალაქ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გიორგი ხარჩილავამ პირველ რიგში ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემები და უბნების მიხედვით შიდა-საუბნო გზებზე მიმდინარე და შესასრულებელი კეთილმოწყობის სამუშაოების შესახებ ინფორმაციები მოისმინა.
განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და არსებული მდგომარეობა.
მერმა მერის წარმომადგენლებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს სწრაფი რეაგირება დაავალა ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, ასევე იქონიონ მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრობლემური საკითხების აღმოფხვრის მიზნით კი შესაბამისი მითითებები გასცა.