გიორგი ხარჩილავას დღეს, 17 აპრილს 55 წელი შეუსრულდებოდა
გიორგი ხარჩილავას დღეს, 17 აპრილს 55 წელი შეუსრულდებოდა.
ის გახლდათ ერთადერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
დღეს მას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს, საზოგადოების წარმომადგენლებმა,თანამებრძოლებმა, მისი იდეის მხარდამჭერებმა, პოლიტიკოსებმა, ჩამოსულმა სტუმრებმა, გიორგი ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის სამხედრო ატაშემ, გენერალ მაიორმა სერგეი კრავჩუკმა.
ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით ქალაქ წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში გიორგი ხარჩილავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა,სადაც შეჯამდა კოალიციური თვითმმართველობის სიკეთეები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს მის მიერ განვლილ გზაზე, განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტებზე.
ღონისძიების მსვლელობისას დანიელ ფიფიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის გამოცემის იდეაც გიორგი ხარჩილავას ეკუთვნოდა.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი გიორგი ხარჩილავას და კოალიციური თვითმმართველობის მუშაობაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა “ბედინერა”-მ და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებმა კომპოზიცია წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს, გიორგი ხარჩილავას დედამ ქალბატონმა ვარო კვარაცხელიამ დამსწრე საზოგადოებას და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადა გიას დაფასებისთვის და დამსწრეთ სიმბოლურად ოჯახის სახელით, საჩუქრად გრანელისეული ნახატების კრებული გადასცა.