პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება
უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა.
აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან ისევ გაგრძელდა და დღეიდან პროგრამაში ჩართულ ყველა პირველკლასელს ბარათები დაურიგდება.
კვების დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.
ბარათის გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი.
წელს საჯარო სკოლებში 289 პირველკლასელი დარეგისტრირდა.