იუვენტუსის აკადემიის წარმატებები და განვითარების შემდგომი სტრატეგია
წალენჯიხის ბავშვთა იუვენტუსის აკადემიის მწვრთნელები ედუარდო დე როსი და ირაკლი ღაღანიძე დღეს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ.
შეხვედრის თემა წალენჯიხა იუვენტუსის აკადემიის წარმატებები და განვითარების შემდგომი სტრატეგია გახლდათ.
შეხვედრაზე მწვრთნელებმა აღნიშნეს, რომ იუვენტუსის აკადემია ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი არაკომერციული პროექტი, რომელიც პროფესიონალების აღზრდაზეა ორიენტირებული. ითქვა, რომ მსოფლიოში იუვენტუსი 45 ქვეყანაში ოპერირებს და წალენჯიხა ერთადერთია, სადაც სწავლება უფასოა და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მხოლოდ ლიდერები ვარჯიშობენ.
მათივე თქმით, ზაფხულში აკადემიის ნორჩი ფეხბურთელები იტალიაში, იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რათა დაიწყოს მოედნის შემდგომი რეაბილიტაცია და მისი თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობა. ასევე საუბარია, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე, რამდენიმე საწვრთნელი მოედნის მოწყობა.
აკადემიის მწვრთნელებმა მადლობა გადაუხადეს ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისათვის და ურთიერთთანამშრომლობისთვის.
ითქვა, რომ წალენჯიხის იუნიორთა იუვენტუსის აკადემია თავისი ფორმითა და შინაარსით არის უნიკალური.