სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

კატეგორია: მერია

ფაროსანასთან ბრძოლა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გეგმის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს.

გავრცელების არეალისა და რიცხოვნობის განსაზღვრის შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგების გათვალისწინებით, განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე(ფერომონები) დაყრდნობით, საჭიროებისამებრ წამლობა ჩატარდება.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსან

ვრცლად
aleqsandre Sanava

ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა

დღეს, 13 მაისს ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.

სამხედრო კაპრალის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, თანამებრძოლებმა, მეგობრებმა.

ავღანეთში, ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წლის 13 მაისს დაიღუპნენ.

ვრცლად
8 maisi

ევროპის დღე, 8 maisi.

ევროპის დღე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმ ადგილებზე პატივისმიგებით აღინიშნა სადაც მემორიალური დაფა გვამცნობს თუ ვინ შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას;
ეს არის ქ.წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ხოკო, ობუჯისა და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მემორიალური სტენდები ყვავილებით იქნა შემკობილი.

მთავარი ღონისძიება ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავთან შედგა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ ევროკავშირის ფუნდამენტს, ევროპის ქვეყნებს შორის თანანშრომლობა წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია ომისა და კონფლიქტების დამარცხება, როგორც ევროპის კონტინენტზე ასევე მის გარეთ.

საქართველო არის ევროპის ნაწილი და იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც 75 წლის წინ გახდა ევროპკავშირის ქვეყნების გამაერთიანებელი.

ვრცლად

სოფელ წყოუშში ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთში გმირულად დაღუპული, 23 წლის ბესო გოგოხიას სახელი მიენიჭა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუშში ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთში გმირულად დაღუპული, 23 წლის ბესო გოგოხიას სახელი მიენიჭა.

მერიის წარმომადგენლებს ბესოს დედამ უთხრა, რომ დღესაც, 35 წლის შემდეგ, შვილის დაბრუნებას ელოდება და მისი დაღუპვის არ სჯერა. გვარცელებული ცნობით ბესო გოგოხია აფხაზეთში 1993 წლის სექტემბერში ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. დიდება გმირებს!

ვრცლად

ახალი საცხოვრისით კიდევ ერთი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი

სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში,ახალი საცხოვრისით კიდევ ერთი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი, ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ეწერში მცხოვრებ გოგა ქარდავას მრავალშვილიან ოჯახს სახლი აუშენა.

➡️ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული შეხვდა და და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

➡️პროგრამა გათვლილია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებით მცხოვრები ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ითვალისწინებს სახლის აშენებას.

➡️იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრებელი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ითვალისწინებს ერთი თბილი ოთახის მოწყობას

ვრცლად

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ლიაში მცხოვრებ ხერგიანების ოჯახს სახლი აუშენა

სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ლიაში მცხოვრებ ხერგიანების ოჯახს სახლი აუშენა.

ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული შეხვდა და ახალ საცხოვრისში ბედნიერი ცხოვრება უსურვა.

პროგრამა გათვლილია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებით მცხოვრები ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ითვალისწინებს სახლის აშენებას.

იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრებელი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ითვალისწინებს ერთი თბილი ოთახის მოწყობას

ვრცლად
ელჩების ვიზიტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი და დანიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი მზევი ჯოჯუა სტუმრობდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი და დანიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი მზევი ჯოჯუა სტუმრობდნენ.
მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის მ/შ ივანე ბურდულმა და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა ესწრებოდა.
შეხვედრა არტ-მეურნეობაში გაიმართა, სადაც ისინი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 ბაღის დირექტორებს შეხვდნენ და საჩუქრად ი/მ დავით მოსიძის საამქროში დამზადებული ხის სათამაშოები გადასცეს.
შეხვედრა იყო დასკვნითი-შემაჯამებელი, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო სამეგრელოსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებასა, არადამთავრობო სექტორსა და ხალხს შორის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით.
პროექტი მხარს უჭერს ბაღის პედაგოგთა სწავლების კომპონენტის გაძლიერებას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ის სწორედ წალენჯიხაში საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუმინეთის ელჩმა რავზან როტუნდუმ ასევე დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული ღირებულებები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს წალენჯიხაში ვიზიტისთვის და მან ხაზი გაუსვა ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში კოალიციური თვითმმართველობის მნიშვნელობას.
მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტნიორი, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას.
სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს კიდევ ერთხელ ესტუმრონ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს.

ვრცლად
493911178_1088435873316212_2329457305054568307_n (1)

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, დილიდან
ზუგდიდის დიაგნოსტიკური ცენტრის ჯან-მედის ჯგუფი – პირველადი ჯანდაცვის გერმანულ პროგრამასთან ერთად წალენჯიხას სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ენდოკრინოლოგის, ანგიოლოგის, ჰემატოლოგის, ასევე დენსიტომეტრიის კვლევებით.
ასევე, უფასო ლაბორატორიული კვლევების ფარგლებში D-ვიტამინისა და სიხლში კალციუმის განსაზღვრა მიმდინარეობს.
ამ დრომდე ექიმის კონსულტაცია 100-მდე ბენეფიციარმა გაიარა.
კონსულტაციებს უწევდნენ ცნობილი ექიმები- ანგიოლოგი გიორგი კუტივაძე და ენდოკრინოლოგი მარინე როგავა.

ვრცლად

ვიწყებთ პროექტს “წალენჯიხის ახალგაზრდული თვითმმართველობა”

ვიწყებთ პროექტს “წალენჯიხის ახალგაზრდული თვითმმართველობა” რაც ითვალისწინებს 16 წლიდან წალენჯიხელი ახალგაზრდების ჩართვას მუნიციპალურ აქტივობებში, კერძოდ: ტურიზმის განვითარების, კულტურის, განათლების, გარემოს დაცვისა და სხვა მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლება მხარს დაუჭერს ახალგაზრდულ აქტივობებს, აგრეთვე პროექტში ჩართული მოსწავლეები გაივლიან სხვადასხვა ტრენინგ კურსებს დემოკრატიის, ადამიანს უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მიმართულებით.
🇬🇪პროექტი ითვალისწინებს გასართობ აქტივობებსაც, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო შესაბამისი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ დროის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარება.
რეგისტრაციისთვის, გადადით

⬇️ მითითებულ ბმულზე.

https://docs.google.com/forms/d/1hnxdGtlz19vQ_S7w4O6SosH9pYXmgFY1ecAjdmaF-0E/viewform?pli=1&pli=1&fbclid=IwY2xjawJ8CBVleHRuA2FlbQIxMQBicmlkETA4TGszWE5URndPR2Y0T2YxAR4-o0QCiksfylGDxLFJtIK_B1MteVnf7qR1AIASsE29RaB3NbZH-YntzmqY5A_aem_JNIiYTTKuTL_RY7dbfANpQ&edit_requested=true

ვრცლად
Skip to content