სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

კატეგორია: მერია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ

მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს.

მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის შედეგად (გრიგალი) ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები.

ვრცლად
შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში

შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 6 თებერვალს ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

შეხვედრისას მოსახლეობამ უბნების მიხედვით, მათთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები დაასახელა.

წელს, ამ პროგრამის ფარგლებში პალურის მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწყობა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.

ლიის მოსახლეობამ გადაწყვიტა მე-5 ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება, წისქვილის რეაბილიტაცია, ჭაბურღილის მოწყობა,წყლის მილების შეძენა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და ცხაურების მოწყობა განახორციელოს.

ზედა ლიის მცხოვრებლებმა მთავარ პრიორიტეტად მიიჩნიეს წყლის ავზის რეაბილიტაცია, გარე-განათების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია,
და საბავშვო ბაღისათვის ეზოს სათამაშო მოწყობილობის შეძენა.

მახარიას უბნის მცხოვრებლებმა კი, პროგრამის ფარგლებში , გარე – განათებისა და ჭაბურღილის მოწყობა დაასახელეს.

ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს ლიის მაჟორიტარმა დეპუტატამა ბესიკ ფარცვანიამ, მერის წარმომადგენელმა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ფრიდონ უბილავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა გია შელიამ და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

ვრცლად
შეხვედრა ჯგალში 1

შეხვედრები ჯგალისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, დღეს 2 თებერვალს, შეხვედრა ჯგალისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

უბნების მიხედვით,მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა. მათ შორის:

ჯგალში-ლეთკანთი მოსახლეობამ პრიორიტეტად შეარჩია შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება და სანიაღვრე არხების მოწყობა;

სქურის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ლეჩანგელიეში გარე-განათებები და ჯგალში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა;

ლეხარჩილეში გზაზე ბეტონის საფარის დაგება,შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება და გარე-განათებების მოწყობა;

ლეკაკულეში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა-მოწესრიგება;

ლესალეში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია;

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში-ლეფიფიეს უბანში გზის მოწესრიგება, სანიაღვრე არხების მოწყობა.

კაცარას უბანში გარე-განათებების მოწყობა;

ლარას უბანში პრიორიტეტად მოსაცდელის მშენებლობა და გარე-განათებების მოწყობა დასახელდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები,საკრებულოს წევრები და მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
nakifu1

შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, დღეს 1 თებერვალს, შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

უბნების მიხედვით,მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა. მათ შორის:

ზედა-ქვედა ლეჟას უბანში პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.

ნაკიფუში-გარე-განათებების მოწყობა, წისქვილის მშენებლობა, შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა,ნაკიფუ-სამოლაშხიოს ტერიტორიაზე წისქვილის რეაბილიტაცია, გზების მოხრეშვა და გარე-განათებების მოწყობა დასახელდა.

ულურია-ქვედა ულურიაში წისქვილის რეაბილიტაცია და საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება დასახელდა .

ზედა ულურიის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება,წყალსაწრეტი არხისა და გარე-განათებევის მოწყობა დაასახელა.

მოსახლეობამ შეხვედრებზე პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით დაასახელა.

მოსახლეობასთან შეხვედრა-კონსულტაციებს მერის წარმომადგენელი ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ხვიჩა ლუკავა, ნაკიფუ-მიქავას მაჟორიტარი დეპუტატი რომან კვარაცხელია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრა კონსულტაციების დასრულების შემდეგ,პრიორიტეტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

ვრცლად
მიწის რეგისტრაცია111

მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს 31 იანვარს, საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს მ/შ ალბერტ ჭანიას შეხვდნენ.

შეხვედრის თემა: საკუთრებისა და სარგებლობის უფლებების დადგენა მიწის ნაკვეთებზე.

მიწის სისტემური რეგისტრაცია კომპლექსური პროცესია,რომლის სწრაფად და ეფექტურად წარმართვისათვის საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ორგანოების ჩართულობა.
აღნიშნული პროცესი კი მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას.

რეგისტრაცია ამ ეტაპზე ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

იხილეთ სამუშაოების გეგმა-გრაფიკი:

1-დან 4 თებერვალი ფახულანი;

5-9 თებერვალი ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული;

10-11 თებერვალი მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული;

ქალაქ ჯვარში სამუშაოები 12 თებერვალს დაიწყება, შემდეგ კი 21-დან 26 თებერვლამდე გაგრძელდება;

27 თებერვლიდან 1 მარტამდე ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული;

2 -დან 4-მარტის ჩათვლით და 12-დან 16 მარტის ჩათვლით საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული;

17-21 მარტი ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული;

23-27 მარტი მედანის ადმინისტრაციული ერთეული;

25 მარტი, 3-10 აპრილი ქალაქი წალენჯიხა;

11-15 აპრილი მიქავას ადმინისტრაციული ერთეული;

23-28 აპრილი ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული;

29-30 აპრილი ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული;

30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით სოფელი ეწერი.

მოსახლეობას ვთხოვთ აქტიურად გაიარონ სისტემური რეგისტრაცია.

ვრცლად
მიქავა

შეხვედრა მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, დღეს, 31 იანვარს, შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

მოსახლეობის მიერ დასახელდა პრიორიტეტები:

სოფელ მიქავაში სამიქაოს უბნის გზის რეაბილიტაცია – მოხრეშვითი სამუშაოების განხორციელება და გარე-განათების კეთილმოწყობა;

სოფელ ლეჯოლოხეში-საგზაო ნიშნის მოწყობა- მონტაჟი , წისქვილის რეაბილიტაცია და გარე -განათების კეთილმოწყობა;

სოფელ ლეღვინჯილეში კი, მოსახლეობამ მთავარ პრობლემად ბეტონის საფარის დაგება და გზის მოხრეშვა დაასახელა.

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს გაეცნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია,მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გოგი ჯოლოხავა და სათემო საბჭოს წარმომადგენლები.

ვრცლად
შეხვედრები ობუჯიიი111

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

დღეს, 30 იანვარს ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა .

სამესხიოს უბნის მცხოვრებლებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის განხორციელება და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელეს.
საკაციოს უბნის მოსახლეობამ გარე განათებისა და გაბიონის მოწყობა დაასახელა.

ჯაღირაში, კერძოდ ნაიშმარუს უბანში მოსახლეობამ მოითხოვა ბეტონის საფარის მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია;

მებონიების უბნის მცხოვრებლებმა ითხოვეს საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება.

ობუჯში,სასონგულიოს უბანში მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და მთლიანად წყლის მილების რეაბილიტაცია დაასახელა.

ჭაჭახის უბნის მცხოვრებლებმა კი, გარე განათებების მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და ცხაურების მოწყობა მოითხოვეს.
ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის შეხვედრებს დაესწრო და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა , მან მოსახლეობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მერთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ: მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი, დავით მესხია , მერის წარმომადგენელი ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ფიფია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ვრცლად
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეიდან, 29 იანვრიდან დაიწყო

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეიდან, 29 იანვრიდან დაიწყო.

შეხვედრები დღეს,ზღვაიას,ზედა-მაზანდარას,ლუღერა-სამცაცხვის,ქვედა-მაზანდარასა და ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში ლელა ხარჩილავა,მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე,საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა

სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და სათემო საბჭოების წევრები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის მიერ მთავარი პრიორიტეტები დასახელდა.

ზღვაიაში-პრიორიტეტად წისქვილის რეაბილიტაცია, გარე-განათებების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დასახელდა.
სასარიოს უბანში გზების მოხრეშვა და ცხაურების მოწყობა დასახელდა.

ვალტერ შანავას ქუჩის მოსახლეობამ პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
ქვედა მაზანდარაში, კერძოდ, ბ.შანავას ქუჩის მოსახლეობამ მოითხოვა: მათ ქუჩაზე არსებული სასაფლაოს ტერიტორიის ნაწილობრივ შემოღობვა, წისქვილის რეაბილიტაცია, ასევე, საბავშვო ბაღისთვის 1000 ლარის საჩუქრად გადაცემა სათამაშოების შესაძენად .

წმ.ნინოს ქუჩის, მეორე ჩიხის მცხოვრებლებმა პრიორიტეტად დაასახელეს გზის მოხრეშვა-მოწესრიგება,
ე.ფიფიას ქუჩის მოსახლეობის მოთხვნაა ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.

ლუღერას უბანში,მშვიდობის ქუჩის მოსახლეობამ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტა თანხა მოახმაროს მთლიანად სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებუული გზის მოხრეშვა-მოწესრიგებას.

ხვითერი -საკალანდიოს უბნის მოსახლეობამ მოითხოვა- სასაფალოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნის შეძენა, სააბულაძოს უბნის მცხოვრებლებმა კი,პრობლემად დაასახელეს და ამ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ითხოვეს გარე განათებისთვის ორი ელექტრო ბოძის შეძენა და ელ-გაყვანილობის მოწყობა, ასევე სააბულაძოს უბნის მოთხოვნაა 40 გრძივ მეტრზე წყლის სანიაღვრე არხების მოწყობა.
მთავრობის განკარგულებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების განსახორციელებლად 644.000 ლარი გამოიყო.

ვრცლად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს

25 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ტექნიკური ხასიათის იყო, ხდებოდა მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე 2023 წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ასახვა, მათ შორის, გარდამავალი ვალდებულებების, თავისუფალი ნაშთისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ნაშთების ასახვა (ჯამში 2,565,686 ლარი).
სამწუხაროდ, პოლიტიკური ნომენკლატურის გამო, ქართულმა ოცნებამ თავისი უარგუმენტო გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმნა წალენჯიხის მერიის გამართულ მუშაობას.

მერია ყოველთვის მზადაა წინასწარ, საკრებულოს საბოლოო სხდომამდე განიხილოს და შეაჯეროს ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა ქართული ოცნებისგან არანაირი პრეტენზია ან შენიშვნა არ ყოფილა წინასწარ წარმოდგენილი. ასევე აღსანიშნავია, რომ არც სხდომაზე გაჟღერებულა კონკრეტული არგუმენტები, რატომაც ბიუჯეტს არ დაუჭირეს მხარი.
ბიუჯეტის ცვლილების არმიღების შედეგად ვერ დაფინანსდება ისეთი მნიშნვნელოვანი სოციალური მიმართულებები, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის გათბობით (შეშით) უზრუნველყოფა, მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა, უკიდირესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფა, ღვაწლმოსილ პედაგოგებზე ფულადი დახმარების გაცემა.

აუცილებელ თანხებს ვერ მიიღებენ მერიის მმართველობის სფეროში მოქმედი ა(ა)იპ-ები, რომელთაც მრავალი მნიშნველოვანი ფუნქცია გააჩნიათ. კულტურის, განათლების, სპორტისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით.
საფრთხე ექმნება პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას.
ვერ განხორციელდება ,,შენი იდეა წალენჯიხას“ პროგრამა.
პრობლემა ექმნება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას.
თანხის ანაზღაურების პრობლემა დგება უამრავი მეწარმისთვის, რომლებმაც მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, ასევე საახალწლო ღონისძიებები თუ სხვა.
შეუძლებელი ხდება ინერტული მასალების შეძენა, რომელიც ძირითადად შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაგებისთბის გამოიყენებოდა.
პრობლემა ექმნება მუნიციპალიტეტის ელ.ენერგიის ხარჯის გასტუმრებას.

მივმართავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები უარყოფითად აისახება როგორც წალენჯიხის მოსახლეობასა და მათთვის განკუთვნილ სიკეთეებზე, ასევე ქართული ოცნების პოლიტიკურ რეიტინგზე. ასევე გვინდა გავახსენოთ, რომ მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და მათ მიერ გამოცხადებული ნდობა მოიცავს მოსახლეობის სასიკეთო, და არა საზიანო ნაბიჯების გადადგმას.

ვრცლად

(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დღეს წალენჯიხაში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დღეს წალენჯიხაში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი პროგრამის მეორე წლის პარტნიორად შეირჩა.
შეხვედრის ფარგლებში,პროგრამის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერის მოადგილე თამარ ბელქანია და საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრას მხოლოდ პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს “წევრები არ ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს წალენჯიხასთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. ოპოზიციური მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაზე, უფლებების ადვოკატირებაზე.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე, გააცნეს ისეთი სოციალური პროექტები რომელიც პირველად ამოქმედდა მუნიციპალიტეტში, მათ შორის: პირველ კლასელთა კვებითი უზრუნველყოფისა და ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის ამოქმედების საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში, გუნდმა წარადგინა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები, განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები. მოახდინეს იდენტიფიცირება იმ პრიორიტეტული სფეროების, სადაც პროგრამას შეუძლია მხარდაჭერა მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ამუშაო შეხვედრა ასევე გაგრძელდა თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში, რომელსაც საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და არასამეწარმეო იურიდიული პირებიც ესწრებოდნენ.
განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერებისა და დანერგვის შესაძლებლობები.
წარმოდგენილიქნა პრეზენტაცია ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითად მიზნებთან დაკავშირებით.
უნდა არინიშნოს, რომ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს, დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და ასევე უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.

ვრცლად
Skip to content