სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

კატეგორია: სიახლეები

წალენჯიხა სტიქია

ვიდეომასალიდანაც ჩანს ბუნების, სტიქიის ძალის დემონსტრირება

ივანე ბურდული: ამ წუთებში წალენჯიხაში სტიქიას ვუმკლავდებით. უხვმა ნალექმა ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნა გარკვეული პრობლემები. წაღებულია ღობეები, დატბორილია ეზოები. ჩვენ, ყოველწუთიერ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი რწმუნებულებისგან. მათ, შესაბამისი მითითებები უკვე მიცემული აქვთ, მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, რადგან ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. მერიის სამსახურების ადამიანური, თუ ტექნიკური რესურსი უკვე მობილიზებულია და ჩვენ ველოდებით, რომ გარკვეულწილად გადაიღოს წვიმამ, რომ შესაძლებელი გახდეს ადგილზე მისვლა, რათა შესაბამისმა ტექნიკამ შესძლოს მუშაობა. ასევე, აქტიურად არის ჩართული სამაშველო სამსახური, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ და აქვე, მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და სრულიად საქართველოს ვულოცავ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას”

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.

ვრცლად
წალენჯიხა

წალენჯიხაში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა დაიწყო

წალენჯიხაში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა დაიწყო. შერჩეულია 150-მდე პროექტი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან 644 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 56 ათას ლარამდე. პროგრამით ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, მოეწყობა გარე- განათებები და სკვერები, მინი მოედნები და სასმელი წყლის სისტემები.

წალენჯიხაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის პირველმა მოაგილე ივანე ბურდულმა “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

პროექტების მიმდინარეობისას, როგორც წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი, რათა მოხდეს ყველა პროექტის ხარისხიანი შესრულება.

ვრცლად
ჭკვიანი კამერები

წალენჯიხაში ე.წ “ჭკვიანი კამერები” განთავსდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის, 10 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები განთავსდება.

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ე.წ. “ჭკვიანი კამერები”, თითქმის ყველგან დამონტაჟდება, სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატვირთულ მონაკვეთებში.

ჩვენთვის, ასევე ცნობილი გახდა, რომ კამერები ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებშიც განთავსდება.

ვრცლად
სკოლა წალენჯიხა

წალენჯიხაში სამი ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა შემდეგი სკოლების მშენებლობაზე:
ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის №2 საჯარო სკოლა,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს №1 საჯარო სკოლა (ოპტიმიზირებული კორპუსი),

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.

ვრცლად
წალენჯიხა არასამთავრობო ორგანიზაციები

ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია “თაიმერთან” საუბრისას განმარტავს, აღნიშნულ შეხვედრას სამეგრელოში არსებული 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და ზოგადად, სამეგრელოში ოპერირებს. მიმართულებები არის: ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, სასკოლო განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, საგულისხმოა ის, რომ ჩვენ გავიცანით და გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები. ერთობლივი მუშაობის ფონზე, ის შედეგები იქნება დადებული, რაც მოსახლეობისთვის, თითოეული მოქალაქისთვის ხილულ სიკეთეს გულისხმობს”, – განაცხადა “თაიმერთან” საუბრისას თამარ ბელქანიამ.

ვრცლად
წალენჯიხა

წალენჯიხის გამგეობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

წუთებში წალენჯიხის გამგეობის წინ აქცია მიმდინარეობს” -ამის შესეხაბ ადგილიდან “თაიმერის” კორესპონდენტი იუწყება.

ვრცლად
Skip to content