სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

კატეგორია: სპორტი

ენგური ჯვარი 88

ფეხბურთის გუნდის “ენგური ჯვარი 88”- წევრები გიორგი ხარჩილავას და თამარ ბელქანიას შეხვდნენ

 ქ. ჯვარის ფეხბურთის გუნდის “ენგური ჯვარი 88”- წევრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ.
შეხვედრის თემა გუნდის აღორძინება და გაძლიერება გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ “ენგური ჯვარი88”, რომელიც არის დიდი ისტორიის მქონე,ა(ა)იპ წალენჯიხის ფეხბურთის ცენტრთან არსებული სპორტული კლუბი, მხოლოდ ასაკობრივი გუნდებით
გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატებში, თუმცაღა ფეხბურთელების მონდომებით, 2024 წლიდან გუნდი საქართველოს რეგიონურ ჩემპიონატში იასპარეზებს.
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ “ენგური ჯვარი 88”-ს წევრებს აღუთქვეს სრული მხარდაჭერა, რათა მათ წარმატებით იასპარეზონ და წარმოაჩინონ მუნიციპალიტეტი.

ვრცლად
იუვენტუსის აკადემია წალენჯიხა

იუვენტუსის აკადემიის წარმატებები და განვითარების შემდგომი სტრატეგია

წალენჯიხის ბავშვთა იუვენტუსის აკადემიის მწვრთნელები ედუარდო დე როსი და ირაკლი ღაღანიძე დღეს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ.

შეხვედრის თემა წალენჯიხა იუვენტუსის აკადემიის წარმატებები და განვითარების შემდგომი სტრატეგია გახლდათ.
შეხვედრაზე მწვრთნელებმა აღნიშნეს, რომ იუვენტუსის აკადემია ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი არაკომერციული პროექტი, რომელიც პროფესიონალების აღზრდაზეა ორიენტირებული. ითქვა, რომ მსოფლიოში იუვენტუსი 45 ქვეყანაში ოპერირებს და წალენჯიხა ერთადერთია, სადაც სწავლება უფასოა და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მხოლოდ ლიდერები ვარჯიშობენ.

მათივე თქმით, ზაფხულში აკადემიის ნორჩი ფეხბურთელები იტალიაში, იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რათა დაიწყოს მოედნის შემდგომი რეაბილიტაცია და მისი თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობა. ასევე საუბარია, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე, რამდენიმე საწვრთნელი მოედნის მოწყობა.

აკადემიის მწვრთნელებმა მადლობა გადაუხადეს ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისათვის და ურთიერთთანამშრომლობისთვის.
ითქვა, რომ წალენჯიხის იუნიორთა იუვენტუსის აკადემია თავისი ფორმითა და შინაარსით არის უნიკალური.

ვრცლად
ჭიდაობაში გამარჯვებულები

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამარჯვებულები

მიმდინარე წლის 17-18 ნოემბერს ქ. ბაღდადში , ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ჯვარის ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა, ,გიორგი ბოგდანოვისა და გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეცხრე რეპუბლიკურ შეჯიბრში ,თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიიღეს მონაწილეობა .
შეჯბრში
ავთო შონიამ პირველი ადგილი(42 წ.კ), ხოლო
ცოტნე ფიფიამ მეორე ადგილი(74 წ.კ) დაიკავეს.

მწვრთნელები გახლდათ: მინდია ჯინჯოლავა
და პაატა ჯინჯოლავა.

ვულოცავთ თითოეულ მათგანს გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.

ვრცლად
ჩემპიონატი კიკბოქსინგში

ჩემპიონატი კიკბოქსინგში

მიმდინარე წლის 18-22 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, ჩატარდა ,მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში-World Championship Kickboxing & Muay Thai 2023.

სადაც წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფინანსური დახმარებით გაემგზავრა წალენჯიხელი გიორგი ძვაბავა და აღნიშნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ ირაკლის გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებებს.

ვრცლად
იუვენტუსი წალენჯიხაში

მამუკა ხაზარაძე – „იუვენტუსი წალენჯიხაში“ – მალე ფეხბურთის ბავშვთა აკადემიაც გაიხსნება

წალენჯიხაში „იუვენტუსის ბავშვთა აკადემია“ იხსნება. რამდენიმე თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები მსოფლიოს საფეხბურთო გრანდთან დასკვნით ფაზაშია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წალენჯიხის მხარდამჭერთა ჯგუფმა, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ რეგიონულ მენეჯერ უმასპინძლა.

იუვენტუსი წალენჯიხაში„ლელოს“ ინფორმაციით, იტალიური სუპერ-კლუბის წარმომადგენელი წალენჯიხაში არსებული ვითარების გასაცნობად და პროექტის დეტალების ადგილზე შესასწავლად ჩამოვიდა. მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხის მერმა გია ხაჩილავამ და მისმა მოადგილემ თამარ ბელქანიამ სტუმრებს ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

პარტიაში განმარტავენ, რომ ახლახან რეაბილიტირებული ორი საფეხბურთო მოედანი და დამხმარე ინფრასტრუქტურა „იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის“ სტანდარტზე უნდა მოდერნიზდეს. სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია, იტალიურ გრანდს თავისი მოთხოვნები აქვს, ყველა კომპონენტი მსოფლიო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ფეხბურთის აკადემია, როგორც წალენჯიხიდან, ასევე მთელი საქართველოდან მიიღებს მოზარდებს. მოლაპარაკებები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, პროექტის განხორციელებაზე, უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. კონტრაქტზე ხელმოწერა, ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, უახლოეს მომავალში იგეგმება. როგორც იდეის ავტორი მამუკა ხაზარაძე ამბობს, ეს იქნება ხვიჩა კვააცხელიას წარმატების ღირსეული გაგრძელება.

იუვენტუსი წალენჯიხაში„მე მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი გია ხარჩილავას ხელმძღვანელობით ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ „იუვენტუსის ბავშვთა აკადემია“ წალენჯიხაში გაიხსნას. „იუვენტუსი“ წალენჯიხაში იქნება საუკუნის პროექტი. ეს ყველაფერი რეგიონის ბავშვებს და არამხოლოდ მათ, მისცემს უდიდეს საშუალებას გზა გაიკვალონ მსოფლიო ფეხბურთში და ქვეყანას მოუტანონ წარმატება,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ეს იქნება ახალი ეტაპი ქართული სპორტის ისტორიაში. ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ წალენჯიხის მეგობართა ჯგუფი და მამუკა ხაზარაძე, რასაც ამბობს ყველაფერს აკეთებს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის მწვერვალები, რაც ქართულ სპორტს ჰქონდა, ინვესტირება მომავალ თაობაში არის ყველაზე სწორი გზა განვითარებისთვის”, – განაცხადა გია ხარჩილავამ.

„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის რეგიონული მენეჯერი მარკო დეგორტესი დღეს საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდება და ამით მისი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დაასრულდება. უახლოეს მომავალში იგეგმება დელეგაციის ტურინში ჩასვლაც. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წალენჯიხაში გაიხსნება, რეგიონში პირველი საერთაშორისო დონის საფეხბურთო აკადემია, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს და ფეხბურთის მოყვარულებს საშუალებას მისცემს პროფესიულ დონეზე განვითარდნენ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში.

ვრცლად
Skip to content