ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი “ცეკვის ზეიმი”
9 ივნისს, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი “ცეკვის ზეიმი” გაიმართა.
ფესტივალის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი და მისი თავმჯდომარე, რომეო ბულია ფახლდათ.
ფესტივალში მონაწილეობა 16-მა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო.
“ცისკარი”, “თუთარჩელა”, “სადადიანო”, “ქერუბიმი”, “მტრედები”, “სამება”, “მაჭირხოლი” – ზუგდიდიდან;
“მარდუქი” – ჩხოროწყუდან;
“შარა” და “მარდუქი” – წალენჯიხიდან;
“კოლხიდა” და “ერთსულოვნება” – მარტვილიდან:
“ცოტნეიდელი” – ხობიდან;
“კუჩხიბედინერი” – სენაკიდან;
“იმედი” – ლიიდან;
“თაობა” – მუჟავადან.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუდია “რიბი რაბო”-ს მომღერლებმა.
ფესტივალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და კულტურის სამსახურის, ქ. ჯვარის კულტურის სახლის მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.
ფესტივალის მხარდამჭერი- ტელეკომპანია “ვარსკვლავები” და მისი დამფუძნებელი, ბესო ჩუბინიძე.