ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”
წალენჯიხაში, არტ-მეურნეობის ეზოში რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” მიმდინარეობს,რომელიც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით ტარდება.
ლიტერატურული ფესტივალის გახსნა საზოგადოებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დეა მეტრეველმა და ჟურნალისტმა ,პრემია “საბა-ს” ორგზის ლაურეატმა თეონა დოლენჯაშვილმა .მიულოცეს.
📚 ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართა. საზოგადოებას დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები უწევთ თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.
საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს
ელზა გურგენიძემ,
დათო ხვადაგიანმა, რუსუდან რუხაძემ.
მოდერატორი გახლდათ გვანცა ჯობავა.
თანამედროვე ქართული პროზა წარადგინეს
რუსუდან რუხაძემ,
ნანა აკობიძემ,
ზვიად კვარაცხელიამ.
საქართველო და მსოფლიოზე ისაუბრეს
ბესო ხვედელიძემ,
ბექა ქურხულმა, რომლებმაც ასევე „უკრაინული დღიურები“წარადგინეს.მოდერატორი: დავით ქართველიშვილი.
სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები წარადგინეს
მიხეილ ციხელაშვილიმა,
ელის დოჯსონმა,
გაგა ნახუცრიშვილმა, ნატალია ტროხიმიმ.ასევე წარდგენილიქნა „კასანდრა“. ლესია უკრაინკას პოეტური დრამა,მოდერატორი: დალილა გოგია.
დამსწრე საზოგადოებას დღის ბოლომდე ელის
პროზაული მოგზაურობა.
ლიტერატურული წახნაგებით მაყურებლის წინაშე
ლევან ბერძენიშვილი და ზვიად კვარაცხელია წარსდგებიან.
ჯინსების თაობიდან თაობა Z-მდე
დათო ტურაშვილი წარსდგება.
საღამოს 21:00 საათზე კი
პრემია ” გრანელის” გადაცემის ცერემონიალი და
მუსიკალური საღამო – ვახტანგ (ვაქო) ქანთარიას მონაწილეობით დასრულდება.
📌 30 ივნისს კი ღონისძიებები დღის 12:00 საათიდან გაიმართება.
👇
12:00-12:30
ქართული საბავშვო ლიტერატურა – გამოწვევები და ხვალინდელი დღე / საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი
12:30-13:00
ლიტერატურა თარგმანებში
მაია ბადრიძე – პროზა თარგმანებში
დალილა გოგია – პოეზია თარგმანებში
მოდერატორი: რუსიკო კობახიძე
13:00 -13:30
რობოტების ყვავილები
გიორგი შონია – “რობოტების ყვავილები”(ინტელექტი)
ნატალი დარასელია – “სააღდგომო მოკვდინება” (მემორია)
მოდერატორი: ნიკა ლაშხია
13:30 -14:00
ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე
გიორგი არქანია – “ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე”
მოდერატორი: თამარ ბელქანია
14:00- 14:30
გამოსვლა
იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე) – “გამოსვლის წიგნი” (ინტელექტი)
ტორესა მოსი – „იყო“ (ინტელექტი)
მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია
14:30 -15:00
შენ მარტო არ ხარ – პოეზია
ნიკა ჩერქეზიშვილი
ლაშა მარგიანი
მოდერატორი – დალილა გოგია
15:00
ფესტივალის დახურვა.