მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური ცენტრი აუცილებლად შეიქმნება
“მანანა დოიჯაშვილთან ძალიან ვმეგობრობდი და მასთან, ჩემთვის უძვირფასესი ურთიერთობა, ბევრი წლის განმავლობაში მქონდა. საქმეშიც განსაკუთრებული გვერდში დგომა იცოდა, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით არაერთი პროექტი გაგვიკეთებია.
ბოლო თემა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობდით და ერთმანეთს შევხვდით, წალენჯიხის მუსიკალური ცენტრი იყო” -აცხადებს “ლელოს”
ლიდერი მამუკა ხაზარაძე
შეგახსენებთ, რომ ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.