მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა
სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა.
ესწრებოდნენ კომისიის წევრები: რაისა ჩანგელია ,წალენჯიხის საკრებულოს წევრი, საკრებულოს სოვიალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
გონერ კვარაცხელია-საკრებულოს წევრი, “ფრაქცია წალენჯიხა-საქართველოსთვის “თავმჯდომარე;
მაია მიქავა -საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე;
ლაშა ზარქუა-მერიის კულტურისა და სოციალურის სამსახურის უფროსი და სხვადასხვა სტრუქტურილი ერთეულების წარმომადგენლები.
მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, კომსიამ განიხილა განცხადებები,სოციალურ-ეკონომიკური პირობების ამსახველი ფოტო-მასალით.
გაიმართა მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია,რომ პროგრამა გათვლილია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებით მცხოვრები ოჯახებისათვის.
ოჯახი,რომლის საცხოვრებელი პირობებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და საცხოვრებლად საშიშია,პროგრამა ითვალისწინებს ახალი სახლის მშენებლობას.
იმ შემთხვევაში,როდესაც საცხოვრისი ექვემდებარება რეაბილიტაციას, პროგრამა ითვალისწინებს მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას,კერძოდ ერთი ოთახის კეთილმოწყობას.
კომისიის გადაწყვეტილებით, უკიდურესად გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ ორ ოჯახს აუშენდება საცხოვრებელი სახლი,ხოლო ერთი ოჯახისთვის კი მიღებულიქნა გადაწყვეტილება ერთი ოთახის კეთილმოწყობის შესახებ.
შეგახსენებთ,რომ ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს, ორი ოჯახისთვის აშენდა ორი ახალი საცხოვრებელი სახლი,ორისთვის კი ერთი ოთახის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა.