მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
➡️შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.
➡️ ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა,მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები.
➡️მერმა წარმომადგენლებს დაავალა, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებების შესახებ. ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.
➡️სამუშაო შეხვედრას, ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსი თამარ კვარაცხელია და ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მინდია ჯინჯოლავა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის უფროსი გელა თოლორაია ესწრებოდნენ .
➡️შეხვედრაზე ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ისაუბრა კიბოს პრევენციის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებებში მიმდინარე კვლევებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში 17 ოქტომბერს ჩატარდება და წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.