მიქავა-მუხურის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.
ამჟამად გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები.