მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემურ რეგისტრაციას წარმატებით ახორციელებს.
საინფორმაციო შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავჯდომარემ დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობები დეტალურად შეაჯამა და საამზომველო საქმიანობის მაღალი სტანდარტით შესრულებასა და აზომვით სამუშაოებში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
2022 წლიდან დღემდე აზომილია მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 700 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
slr.napr.gov.ge/
#მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024