მოსახლეობას წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგება
ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის შეროზიას უბანში 25 ოჯახს სასმელი წყალი შეზღუდვებით მიეწოდება, რაც სასმელი წყლის სათავე ნაგებობასთან ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია,დაზიანდა სატუმბი მოწყობილობაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მერის წარმომადგენელი ხვიჩა ლუკავა,ნაკიფუ-მიქავას მაჟორიტარი დეპუტატი რომან კვარაცხელია და სოფლის მცხოვრებლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ხარჩილავასთან იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია ესწრებოდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს პრობლემის აღმოფხვრის გზებზე.გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და მოსახლეობას წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგება.