მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება.
➡️ პროგრამის ფარგლებში დღეს შეხვედრები საჩინოსა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
➡️მოსახლეობასთან შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის შესაბამისი სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
✅ საერთო კრებებზე განხილულ იქნა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები გამოვლინდა :
⤵️
➡️ზედა-საჩინო-სასმელი წყლის სისტემების მოწყობა;
➡️საჩინო-სანიაღვრე არხების მოწყობა.
გარე-განათებების მოწყობა სასაფლაოს ტერიტორიაზე და ლემიქეს უბანში.
გარე-განათებების მოწყობა საფეხბურთო მოედანზე.
➡️კუხეში-სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა;
მოსაცდელის მშენებლობა და სასმელი წყლის მილების შეძენა ნოჟალას უბანში;
➡️ნაგურუ-სასმელი წყლის მილების შეძენა,ლეჯანჯღავეს უბანში კი ბეტონის საფარის მოწყობა;
➡️ლეშამუგე-გარე-განათებების მოწყობა;
➡️ჩქვალერი-სანიაღვრე არხების მოწყობა, ლემატუეს უბანში კი-გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა.
➡️წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად 644 000 ლარი დაიხარჯება.
შერჩეული პროექტები მოსაწონებლად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.