მრგვალი მაგიდა – პრეზენტაცია
დღეს ქალთა ფონდი „სოხუმი“-ს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული საბჭოს, მერიის სამსახურების, ბაღების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის სამსახურის მონაწილეობით ჩატარდა მრგვალი მაგიდა – პრეზენტაცია, გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელებულ მცირე პროექტის ფარგლებში, 16 აქტიური დღის საერთაშორისო კამპანიის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული კვლევის „ქალთა საჭიროებების შესწავლა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში“.
შეხვედრაზე განიხილეს ქალთა ფონდი “სოხუმის“ მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დაკვეთით, „გენდერული თანასწორობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის ანგარიში.
კვლევა მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის შეგროვებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებზე. მოპოვებული ინფორმაცია საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის განსახორციელებელ ღონისძიებებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პირდაპირი სამიზნე ჯგუფების საჭიროებები, ხედვები და პერსპექტივები.