ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესთან და ქალაქ წალენჯიხაში მონუმენტის საუკეთესო ესკიზების წარდგენასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამუშაო სხდომა გაიმართა
დღეს 17 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მიერ შექმნილი კომისიების, ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილესთან და ქალაქ წალენჯიხაში მონუმენტის საუკეთესო ესკიზების წარდგენასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამუშაო სხდომა გაიმართა.
სხდომას საერო და სასულიერო პირები,საზოგადოება წალენჯიხელის წევრები,საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა.
კომისიამ პირველ რიგში იმსჯელა და შეიმუშავა წინადადებები წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით.ასევე გაიმართა დისკუსია და განხილვა მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის ისტორიასთან დაკავშირებული წიგნის გამოცემაზე.
კომისია აღნიშნულ საკითხებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს და მოაწყობს სამუშაო შეხვედრას ტაძრის დღესასწაულის აღნიშვნასთან მიმართებით,რომელიც 19 აგვისტოს,მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე აღინიშნება.
დღევანდელი შეხვედრის თემა იყო ასევე, გამოცხადებული კონკურსი საუკეთესო მონუმენტის განთავსებაზე,რომელიც გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე დაიდგმება.
პრეზენტაციის სახით წარმოდგენილიქნა 4 ავტორის მიერ შექმნილი ესკიზები.
კომისიის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ანი ბიბილაშვილის პროექტმა სახელწოდებით-“ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვა”.
მეორე ადგილზე გავიდა მარიამ მეგინეიშვილი,ესკიზი სახელწოდებით'”სიმტკიცე,სტაბილურობა და გამძლეობა”;
მესამე ადგილი ნიკა ხვედელიძეს ერგო,ესკიზი-“თავისუფლება და მარადისობა”.