სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა. წალენჯიხაში პოეტის მუზეუმის ეზოში ლიტერატურული საღამო გაიმართა, სადაც გრანელის შემოქმედება წაიკითხეს, ასევე პოეტზე დაწერილი ლექსები საზოგადოებას წარუდგინეს.

მხატვარმა მარინა კვარაცხელიამ შექმნა გრანელის პორტრეტი, რომელშიც შტრიხების შეტენა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო, საბოლოო ჯამში ერთობლივად შექმნილი პორტრეტი მუზეუმს გადაეცა.

თარიღი:
5 თებერვალი 2020
კატეგორია:
კულტურა
გრანელის
სახლ-მუზეუმი
წალენჯიხა
წიგნის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წალენჯიხაში აღნიშნეს

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე ლაშა გვასალიამ გრანელის შემოქმედებაზე და პოეტის როლზე ისაუბრა. გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნის საჯარო კითხვის კვირეული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

Skip to content