სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემია გაიხსნება

წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემია გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტურინში მყოფი წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.

ქალაქ ტურინში მამუკა ხაზარაძე საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, ხელს მოაწერს კონტრაქტს, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია იმყოფებიან.
ხელმოწერის შემდეგ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას მსოფლიო საფეხბურთო გრანდის ბავშვთა აკადემია.

გიორგი ხარჩილავა
მერი
მამუკა ხაზარაძე
ბიზნესმენი
თამარ ბელქანია
მერის მოადგილე
თარიღი
31 მარტი 2023

იტალიის ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით, კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ტურინში იმყოფებიან.

Skip to content