ქალაქ ჯვარში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ ჯვარში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული საჭიდაო დარბაზის ადმინისტრაციას შეხვდა და ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს.
საჭიდაო დარბაზში 50-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. მათ რთულ გარემო-პირობებში უწევთ ვარჯიში, დარბაზში არაა გათბობის სისტემა და ყველა ის საჭირო პირობები რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პირობების დამკვიდრებაა; აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყო დარბაზის სარეაბილიტაციოდ, რომლის ფარგლებშიც გათბობის სისტემები, სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებია.