საჩინოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოციალურად დაუცველ ტარიელ ფიფიას საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე გასულია კომისია,რომელიც სწავლობს ზარალის ოდენობას.
დაზარალებულს დახმარებას მერია კანონის ფარგლებში გაუწევს.