სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი წარმომადგენელი ინგო ბუტნერი და საბინ დვინგერი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ .
✅შეხვედრის მიზანი წინასაარჩევნოდ წალენჯიხაში შექმნილი ვითარების გაცნობა იყო.
🔷მისიის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ თუ რა რისკები არსებობს საიმისოდ, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება თავისუფლად ვერ გამოხატონ. მითუმეტეს საუბარია ერთადერთ ოპოზიციურ თვითმმართველობაზე. ასევე, დაინტერესდნენ როგორ ჩაიარა წინა არჩევნებმა, რა ტიპის სამართლებრივი დარღვევები იყო და რა ბერკეტები არსებობს საიმისოდ,რომ მსგავსი არ განმეორდეს და არჩევნები ვერ გაყალბდეს.
მათ დეტალურად ისაუბრეს მისიის მნიშვნელობაზე. დაინტერესდნენ თუ რამდენად ექნება შესაძლებლობა ყველა პარტიას თავისუფლად შეხვდნენ ამომრჩეველს.
🔷მისიის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ნებისმიერი პარტიის მოქალაქეებთან შეხვედრას დაესწრონ და გაეცნონ თითოეული პარტიის როგორც ლიდერებს,ასევე მათი მუშაობის პრინციპებს.
🔷შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა და აღინიშნა, რომ ისინი ორი თვის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად დააკვირდებიან.