საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა და ქონების მართვისა დაბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის ერთობლივი სხდომა
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა და ქონების მართვისა დაბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში (იჯარით) აუქციონის ფორმით- გაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
პროექტის წარმდგენი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
პროექტის წარმდგენი: გელა სალია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი.
3. სხვადასხვა.