საკრებულოში მერიის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო
დღეს, წალენჯიხის საკრებულოში მერიის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო;
1. 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.
2. 2024 წლის ბიუჯეტის ნაშთის პრიორიტეტების მიხედვით განაწილება.
3. მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში ხელფასების ზრდა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, წალენჯისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქციებიდან შენიშვნები არ შესულა.
მიუხედავად ამისა, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს, თითქოს მერია არ გეგმავდა ა(ა)იპ-ების თანამშრომელთათვის ხეფასების გაზრდას და თითქოს პროცედურა დაგვიანებული იყო. მიუხედავად ამისა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე ბურდულმა აღნიშნული ბრალდებები გააბათილა და თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი პასუხი წერილობითი სახით სწორედ დღეს მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის, იანვრისა და თებერვლის თვის დანამატების გაცემა, ა(ა)იპ-ის ანგარიშზე თანხის ასახვისთანავე იქნება შესაძლებელი.
იმისათვის, რომ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთათვის ხელფასის 125 ლარით გაზრდა მოხდეს, წელიწადში 1,2 მილიონი ლარია საჭირო. გასულ კვირას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით სიტყვიერი თანხმობა მიიღო, ხოლო დღეს ოფიციალური დასტური, რომ ამ თანხის ნახევარს, 600,000 ლარს გამოყოფდნენ.
იმისათვის რომ არ დაგვიანებულიყო თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების საკითხის განხილვა, 24 თებერვალს, ოფიციალური პასუხის მიღების დღესვე იქნა საკრებულოს სხდომაზე საკითხი განხილული.
მწვავე კამათის მიუხედავად, მერიის ინიციატივები საკრებულოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული.