სამესხიოს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამესხიოს უბანში გზა 2,210 კმ. მანძილზე რეაბილიტირდება.
პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “ნიუპასაჟი” ასრულებს.
პროექტის განხორციელებას მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა და პირობა ამ დრომდე პირობად რჩებოდა.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული ადგილზე გაეცნო.