სამუშაო შეხვედრა იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის მწვრთნელებთან
იუვენტუსის წალენჯიხის ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის მწვრთნელები ირაკლი ღაღანიძე და ეუჯენიო დე როსა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა-იუვენტუსელებისთვის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის გვერდით არსებული მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა გახლდათ.
იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემია , მსოფლიო დონის პროექტია,რომელიც წალენჯიხაში განხორციელდა და მის ბაზაზე არამარტო წალენჯიხელი ბავშვები, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტიდან მოსულებიც ირიცხებიან და გადიან სწავლებას.
ნორჩი იუვნტუსელებისთვის, უახლოეს პერიოდში ცენტრალური მოედნის გვერდით, ახალი თანამედროვე ევროპული და იუვენტუსის აკადემიის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების საფეხბურთო მოედანი აშენდება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, აკადემიის წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე.
აღანიშნავია ,რომ 2024 წლის 10-14 ივნისს, 2014 წელს დაბადებული ფეხბურთელებით, მონაწილეობას მიიღებებ მსოფლიო ჩემპიონატზე – ტურინში 🇮🇹
აკადემიის ფეხბურთელები ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.