სამუშაო შეხვედრა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისაგან 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები მოისმინა.
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესწრებოდა.
მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გიორგი ხარჩილავამ შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაჯამა და დადებითად შეაფასა.სამსახურებს კი მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი სამუშაოსათვის.
დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ახალი თანამშრომელი-სპორტისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი სოფია ბერაძე წარუდგინა და წარმატებები უსურვა.