სამუშაო შეხვედრა საბავშვო ბაღების დირექტორებთან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა მამუკა ქარდავამ საბავშვო ბაღების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის დასაწყისში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა და ბაღების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს რა არის საჭირო იმისათვის, რომ ზამთარში ბაღებმა ფამართულად და შეუფერხებლად იმუშაონ.
საბავშვო ბაღის დირექტორებმა ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე; აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დროულად განხორციელდეს საბავშვო ბაღების გაზიფიცირების საკითხი. დასახელდა ასევე რამდენიმე 2014-2015 წ.წ და ასევე , 2024 წ წლებში აშენებული ბაღი, სადაც პრობლემებს ქმნის საკანალიზაციო სისტემების გაუმართავობა, თუ უხარისხო სახურავი.
ცენტრის დირექტორის მამუკა ქარდავას თქმით, მომავალ წელს უფრო მეტი ამოცანის შესრულებაა საჭირო, რადგან რვა ბაღს უწევს ავტორიზაციის პროცესი;
ითქვა, რომ დაგეგმილია ახალი ბაღების მშენებლობა და ძველის რეაბილიტაცია.
თამარ ბელქანიამ გააჟღერა ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება ბავშვთა უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ყველა საბავშვო ბაღში. უშუალოდ თამარ ბელქანიას ინიციატივით, ჩამოვლენ მაღალკვალიფიკაციური ექიმ-პედიატრები, რომლებიც ბაღის აღსაზრდელებთან უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.