სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) უფროსის მოადგილემ, ირმა გელანტიამ და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცოტნე ხვიჩიამ სამუშაო შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან,არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირებთან.შეხვედრას ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა განპირობებულია ევროკავშირის წინაშე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით“.
მთავარი თემა გახლდათ მმართველობის პრინციპებისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის გზაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ გამოხატა მხარდაჭერა და სრული მზაობა პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად.
განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა – უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობების დელეგირება დაწესებულების დონეზე, ანგარიშგების სისტემების გაუმჯობესება, რისკის მართვის მიდგომები და რისკის ოფიცრის განსაზღვრა.
ასევე, განხორციელდა პრაქტიკული სამუშაო დარგობრივი მიმართულებების წარმომადგენლებთან რისკის რეესტრების მომზადების მიზნით.
მხარეები შეთანხმდნენ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.