შეხვედრა ჯაღირის მოსახლეობასთან
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა.
შეხვედრის თემა ჯაღირა-ობუჯის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და ხიდის რეაბილიტაცია გახლდათ.
აღსანიშნავია,რომ უგზოობის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს და საკითხი ამ დრომდე ვერ მოგვარდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს დაპროექტების სამუშაოები,რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი ობუჯი-ჯაღირას დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
რაც შეეხება საავტომობილო გზის რეაბილიტაციას,მერიამ ეს საკითხი უკვე გაითვალისწინა,პროექტი შეტანილია 2024 წლის,რეგიონული განვითარების ფონდით, განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხაში.
შეხვედრას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, წალენჯიხის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან,დავით მესხია ესწრებოდა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
გიორგი ხარჩილავას თქმით, მთავარ,პირველი რიგის პრიორიტეტს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს და ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის აზრის გათვალისწინების საფუძველზე.