შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 6 თებერვალს ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრისას მოსახლეობამ უბნების მიხედვით, მათთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები დაასახელა.
წელს, ამ პროგრამის ფარგლებში პალურის მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწყობა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.
ლიის მოსახლეობამ გადაწყვიტა მე-5 ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება, წისქვილის რეაბილიტაცია, ჭაბურღილის მოწყობა,წყლის მილების შეძენა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და ცხაურების მოწყობა განახორციელოს.
ზედა ლიის მცხოვრებლებმა მთავარ პრიორიტეტად მიიჩნიეს წყლის ავზის რეაბილიტაცია, გარე-განათების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია,
და საბავშვო ბაღისათვის ეზოს სათამაშო მოწყობილობის შეძენა.
მახარიას უბნის მცხოვრებლებმა კი, პროგრამის ფარგლებში , გარე – განათებისა და ჭაბურღილის მოწყობა დაასახელეს.
ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს ლიის მაჟორიტარმა დეპუტატამა ბესიკ ფარცვანიამ, მერის წარმომადგენელმა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ფრიდონ უბილავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა გია შელიამ და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.