შეხვედრა ლიის მოსახლეობასთან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ესაუბრა.
გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობას სამომავლოდ ,ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახირციელებელი 2024 წლის პრიორიტეტები გააცნო, მათ შორის ლიის მეორე საჯარო სკოლასთან (პალური)მისასვლელი გზის და ლიაში ფარვეზ სამუშიას ქუჩის რეაბილიტაცია.
ასევე, მერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე, წყალმომარაგების უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა.
ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა
მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.