შეხვედრა მცირე მეწარმეებტან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მცირე მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ურთიერთთანამშრომლობა, წინადადებებისა და შენიშვნების გაზიარება და სამომავლოდ მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა,დახმრება და ბიუჯეტირების პროცესში მეწარმეთა ჩართულობა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის თანაშემწე ლანა შენგელია ესწრებოდნენ.
მცირე მეწარეებთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა,ისაუბრეს სხვადასხვა სახის პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე.
მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის წარმოჩენაზე,მეწარმეთა ქვეყნის მასშტაბით გასვლების ხელშეწყობაზე.
გაიმართა მსჯელობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმარებისას მცირემეწარმეთა ხელშეწყობის ფარგლებში თანხების გათვალისწინებაზე.
ისაუბრეს იდეებზე,სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებზე.მუნიციპალიტეტის ტურისტული კუთხით რეკლამირებაზე,აგრო და კულინარულ ტურიზმზე.
ხელმძღვანელმა პირებმა მეწარმეებს გააცნეს სამომავლო გეგმები ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზე.
აქვე, მაქსიმალური მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობისათვის და აღინიშნა,რომ მცირემეწარმეებისათვის ხელშეწყობა მოხდება როგორც ტრენინგ-სემინარების კუთხით,ასევე იქნება მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გატანა ხელმისაწვდომი.