შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით
ქალთა ფონდი “სოხუმი “-ს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალისთვის ჩატარდა შეხვედრა გენდერულ ძალადობაზე რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ასევე ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მნიშვნელობაზე.
ისაუბრეს სამედიცინო სისტემის წარმომადგენელთათვის ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ ინფორმაციის ცოდნაზე. სამედიცინო პერსონალის როლზე ძალადობაზე რეაგირების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე რეაგირების უზრუნველსაყოფად არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი გამოიცა.
საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებიდან აღსანიშნავია გაეროს 1979 წლის კონვენცია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა.
აღნიშნული სახის შეხვედრა მედპერსონალთათვის კვლავაც გაგრძელდება.