შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან
სოფლის მხარდაჭერა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.
სამუშაო ჯგუფმა პროგრამის განხორციელების ეტაპებზე იმსჯელა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 29 იანვრიდან დაიწყება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროექტებია:
- სასმელი წყლის სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ხიდ-ბოგირები;
- გარე-განათებები;
- ცხაურები და სხვა.
სამუშაო შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებისაგან სოფლებში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემებიც მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.ასევე, მერის წარმომადგენლებს მოუწოდა, პროექტების განხორციელებისას ყოველდღიური მონიტორინგი გასწიონ სამუშაოების შესრულების ხარისხთან და ვადებთან დაკავშირებით.