სკრინინგ-გამოკვლევები
ფონდი “სოხუმი”ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალებისათვის უფასო სამედიცინო კვლევა კონსულტაციებს აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, დღეს 4 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიბოს სკრინინგს შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი “ჰერა” ახორციელებს
უფასო სკრინინგში შედის:
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ჩათვლით, (რადიოლოგის ან მამოლოგის) გასინჯვა;
მამოგრაფიული გამოკვლევა.
მოქალაქეები დილიდან გადიან უფასო-სამედიცინო კონსულტაციებსა და სკრინინგ-გამოკვლევებს.
გამოკვლევების მიმდინარეობას ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აკვირდებოდა და კლინიკის წარმომადგენლებს გასაუბრა.