სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება.
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირა ნაიშმარუს საუბნო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო.
ობუჯი-გალურის უბანში გარე განათებები, ჭაჭახის უბანში ცხაურები, ხოლო ობუჯის ცენტრში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, დამატებით სასმელი წყლის ავზი მოეწყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.