სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება.
აღნიშნული პროგრამით,ლიის ადმინისტრაციული ერთეულის N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
N3 საბავშვო ბაღისთვის შეძენილიქნა სათამაშოები.
ასევე მახარიას უბანში მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც 12 ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
➡️სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.