სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში მედანის ადმინისტრაციული ერთეულის ლეფიფიეს საუბნო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო.
ამავე უბანში ასევე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქ. წალენჯიხაში სასარიოს უბანში გზის მოხრეშვა- მოშანდაკება და ცხაურის მოწყობა, ხოლო უბილავას ქუჩაზე არსებული წისქვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
➡️სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.