ბიოგრაფია
სამუშაო გამოცდილება:
ჭალე – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭალე ჭალეს თემის ცენტრია. თემში ასევე შედის სოფლები: ეწერფერდი და ფოცხოეწერი.
მდებარეობს მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. ზღვის დონიდან 240 მეტრზე, ქ. წალენჯიხიდან დაშორებულია 24 კილომეტრით, ქ. ჯვრიდან 6 კმ-ით. საქართველოს ომის პერიოდში სოფლის შესასვლელთან განლაგებული იყო რუსეთის საოკუპაციო ჯარების ბლოკ-საგუშაგო.
ჭალის თემის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი სკოლა, ორი საბავშვო ბაღი, ამბულატორია, ოთხი საფეხბურთო მოედანი.