ნაკიფუ – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ნაკიფუს თემის ცენტრი (სოფლები: ნაკიფუ, ულურია).
მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის (ხობის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 230 მეტრზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ჯვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 19 კილომეტრით.