მედანი – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ოდიშის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფელი:ლარა). ზღვის დონიდან 250 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჯვრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ-ით.