წალენჯიხა დემოკრატიის ფესტივალს უმასპინძლებს
“აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)” მხარდაჭერით 27 ივლისს წალენჯიხა ინოვაციურ ფესტივალს უმასპინძლებს.
DemFest ინოვაციური ფესტივალია, რომლის მთავარი იდეა დემოკრატიისა და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა.
ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას.
ფესტივალი 27 ივლისს,11:00 სთ. არტმეურნეობის ეზოში გაიმართება.
ღონისძიებას ოფიციალურად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია გახსნის.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრები, Რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქტის პოპულარიზაციასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.
იქნება ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
Demfest ჩატარდება საჯარო სივრცეში და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
მსგავსი ფესტივალები ტარდება დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ისლანდიაში, ლიტვაში, ნორვეგიაში, ესტონეთში, ლატვიაში.
აღნიშნული ფესტივალი 3, 10, 17 აგვისტოს კი საქართველოს ოთხ რეგიონში(სამეგრელო, კახეთი, იმერეთი, აჭარა) ჩატარდება.